პროექტის სახელწოდება:
წყლის საციცოცხლო მნიშვნელობა
პროექტის მთავარი თემა:
“სუფთა წყალი ჩვენი
უფლებაა, წყლის დაცვა კი-მოვალეობა
პროექტის აქტუალობა
:დაბინძურებული
წყლის უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
. პროექტის მიზანი:
წყლის შედგენილობის შესწავლა და მისი დაბინძურების ხარისხის
განსაზღვრა, მოსწავლეებში სხვისი აზრის მოსმენის უნარის ჩამოყალიბება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების
გამომუშავება.
მოსწავლეთა ასაკი:14-15
წელი.
ვადები(ხანგრძლივობა)-
2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: :
გაეცნობიან წყლის
დაბინძურების მიზეზებს, შეისწავლიან მისი ანალიზის ხერხებს, დასახავენ წყლის დაბინძურების
თავიდან აცილების გზებს და მიზნად დაისახავენ წყლის დაცვის მოვალეობას. შექმნიან ბლოგს,
დააგროვებენ ფოტომასალას ,გამოუშვებენ სკოლის კედლის გაზეთს, შექმნიან სლაიდებს
და ჩამოაყალიბებენ თეზისებს-როგორ დავიცვათ წყალი დაბინძურებისაგან, მოაწყობენ ფრეზენტაციას.
საჭირო რესურსები::
სხვადასხვა წყალსაცავის
წყლის ქიმიური ანალიზისათვის საჭირო რეაქტივები და ქიმიური აპარატურა წყლის ანალიზისათვის
(ქალაქის ქიმიური ლაბორატორია)
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები იყოფიან
ჯგუფებად:
პირველი ჯგუფი
- მოიძიებს თეორიულ
ინფორმაციას
მეორე ჯგუფგი- გააკეთებს
წყლის ქიმიურ ანალიზს ქიმიურ ლაბორატორიაში
მესამე ჯგუფი-საავადმყოფოში
ექიმ ინფექციონისტთან და ენდოკრინოლოგთან ჩაწერს ინტერვიუს წყლის დაბინძურებით გამოწვეულ
დაავადებებთან დაკავშირებით;
მეოთხე ჯგუფი - იმუშავებს სკოლის კედლის გაზეთის
გამოშვებაზე;
მოაწყობენ პრეზენტაციას
სხვადასხვა კლასების მოსწავლეებისათვის, რაც გაზრდის მათ ცხოველ ინტერესს მსგავსი პროექტების
შესაქმნელად;
საგანთა კავშირი:
ფიზიკა, ბიოლოგია,
ი.ს.ტ. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაშია.
პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან არზიანი;
ხელ-ლის ელ-ფოსტა: rusudan-arziani@gmail.com
No comments:
Post a Comment